Silk Way Star-ის გრანდიოზული ფინალი 22.11.2025 02:48

საერთაშორისო მუსიკალური შოუ Silk Way Star დიდ ფინალს უახლოვდება! ფინალში შვიდი მონაწილე გავიდა. ფინალისტები არიან:

• ალემი (Alem) – ყაზახეთი

• იაზმინ აზიზი (Yazmin Aziz) – მალაიზია

• ავთანდილ აბესლამიძე – საქართველო

• მიშელ ჯოზეფი (Michelle Joseph) – მონღოლეთი

• ჟანგ ჰე სიუანი (Zhang He Xuan) – ჩინეთი

• სარო გევორგიანი (Saro Gevorgian) – სომხეთი

• მადინაბონუ ადილოვა (Madinabonu Adylova) – უზბეკეთი

მეცხრე, ბოლოსწინა ეპიზოდში, მონაწილეებმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა გაიარეს. მათ იმღერეს ყაზახური ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად: 6elucci, A.Z., მარჟან არაპბაევა (Marzhan Arapbayeva), მონა სონგზ (Mona Songz). ფინალისტებმა შეასრულეს როგორც საკუთარი სიმღერები, ასევე ხალხური კომპოზიციები და თავიანთი ქვეყნების ჰიტები. თითოეულმა კონკურსანტმა შეძლო საკუთარი სტილის შენარჩუნება და დუეტში თავისი უნარების წარმოჩენა.

მასშტაბური მუსიკალური კონკურსი 12 ქვეყნის ნიჭიერ შემსრულებლებს აერთიანებს: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მალაიზია, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და სამხრეთ კორეა.

"Silk Way Star" პირველი ერთობლივი მუსიკალური პროექტია, რომელშიც ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ჩინეთის სახელმწიფოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მაყურებელს შოუს ეპიზოდების ნახვა შეეძლო ტელეარხ Jibek Joly / Silk Way-ისა და მონაწილე ქვეყნების ტელეკომპანიების ეთერში.

დღეს, 22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ტელეარხ Jibek Joly მაყურებელს შესთავაზებს შოუ "Silk Way Star"-ის ფინალს, რომელმაც მილიონობით გული დაიპყრო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შოუს შედეგებზე გავლენის მოხდენა მაყურებელსაც შეუძლია — ხმა საკუთარ ფავორიტს შეგიძლიათ მისცეთ Silk Way Star-ის ვებგვერდზე: https://silkwaystar.org/kk.

უკვე 9 კვირის განმავლობაში, ეროვნული მაუწყებელი Georgian Times გთავაზობთ საერთაშორისო მუსიკალური პროექტის Silk Way Star-ის ქართულად ადაპტირებულ, თარგმნილ და გახმოვანებულ ვერსიას.

 

❗ 22 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, Georgian Times-ის ეთერში გთავაზობთ ნახევარფინალს, სადაც გაირკვევა გადავა თუ არა საქართველოს წარმომადგენელი, ავთანდილ აბესლამიძე, ფინალში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ