25.11.2025 23:11
ვერძი
ვარსკვლავები მარტოხელა ვერძებს გარდერობის განახლებას, ფიტნესკლუბში გაწევრიანებას და ისეთი ადგილების მონახულებას ურჩევენ, სადაც ახალი ნაცნობების პერსპექტივა მაღალია. ასევე, ხელსაყრელი დროა ურთიერთობის მეგობრობიდან სიყვარულში და სიყვარულიდან ქორწინებაში გადასასვლელად.
სავარაუდოდ, კოლეგები ცდილობენ, რომ საკუთარი აზრი მოგახვიონ. დაიცავით საკუთარი პოზიცია და არავის მისცეთ უფლება, რომ დაგჩაგრონ. თუ შინაგან მოუსვენრობას და ეჭვებს გრძნობთ დაგეგმილი აქტივობები გააუქმეთ.
დროა, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ცოტა ხნით ყველაფერი გვერდზე გადადეთ და გარკვეული დრო საკუთარ თავს დაუთმეთ!
კურო
ხელსაყრელი დღეა ბოლო დროს გაფუჭებული ურთიერთობების აღსადგენად - ეცადეთ, თქვენი ნაქები დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ.
შესაძლოა, შორეულ ნათესავებთან პრობლემები შეგექმნათ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ პოლიტიკისა და სხვა მტკივნეული თემების განხილვისგან.
სამსახურში საუკეთესო პროფესიული თვისებების გამოვლენა და ახლად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ.
დანაზოგი ამოიწურა და ფინანსური სირთულეები გაქვთ? მოთმინება გამოიჩინეთ - ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მალე შეიცვლება. სამსახურში გარკვეული დროს განმავლობაში სიმშვიდე იქნება, ამიტომ შეგიძლიათ ყურადღება ჯანმრთელობაზე გადაიტანოთ.
ტყუპები
შეიძლება ამ დღეს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ღირებულება აღმოაჩინოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები გამოცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ.
ნებისმიერი ფინანსური ინვესტიცია წარმატებული იქნება და სარგებელს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ კაპიტალი უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს!
მომავალი პერიოდი გამოწვევებით სავსე იქნება და ჯანმრთელობამ ყველაზე შეუფერებელ დროს რომ არ გიღალატოთ, პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარეთ.
კირჩხიბი
მოუწყეთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი. თუ მოულოდნელად ძველი წყენა გაგახსენდათ, ეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ. არის წუთები, როდესაც მზად ხართ აღიაროთ, რომ ბუნებამ რთული ხასიათით დაგაჯილდოვათ, მაგრამ ახლა არა.
გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მომავალ კვირამდე გადადოთ, რადგან ახლა ყველა საჭირო ინფორმაცია არ გაქვთ.
საკუთარ იმიჯზე ფულის დახარჯვა მომავალში პერსპექტიული ინვესტიციაა, განსაკუთრებით თუ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას გეგმავთ.
ამ დღეს ყველაფერზე უარი თქვით, რამაც შეიძლება ორგანიზმი დააზიანოს, განსაკუთრებით ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.
ლომი
ამ დღეს ძალიან მიმზიდველი და სიმპათიური ხართ - ვენერას მომატებული გავლენა იგრძნობა. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა, რომელიც შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს. ბოლო დროს თქვენი განწყობა ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გაითვალისწინეთ ეს და კონფლიქტების თავიდან აცილებას შეძლებთ.
ბევრ ლომს ამ დღეს სამსახურში უსიამოვნო ინციდენტები ელის. ეს შეიძლება არასწორი გათვლის ან არაკეთილმოსურნეების ინტრიგების დამსახურება იყოს.
მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე ნუ გაჩერდებით - ამ პერიოდში თქვენი ჯანმრთელობა შესუსტებულია.
ქალწული
თქვენი მხრიდან შემაწუხებელი ზარები, ურთიერთობების გარკვევა და ეჭვიანობა მხოლოდ ურთიერთობას დააზიანებს. თქვენი პირადი ცხოვრება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თქვენ მიერ არჩეულ სტრატეგიაზეა დამოკიდებული.
არსებობს შანსი, რომ უფროსის ან კოლეგების კეთილგანწყობა დაკარგოთ. სიტუაციის გამოსწორებაში მხოლოდ გამჭრიახობა და წინდახედულობა დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, განსაკუთრებით დიდი შენაძენებისთვის. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
კლასიკური მუსიკის კონცერტი ამ საღამოს განტვირთვის საუკეთესო საშუალება იქნება.
სასწორი
თქვენს მოთმინებას გამოცდა ელის - შესაძლოა მეორე ნახევართან ურთიერთობაში დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, ნაკლები იკამათოთ და გამოცდილი ადამიანების მოსაზრებებს, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწიეს ყურადღებით მოუსმინოთ.
ამ პერიოდში ფინანსური ხარჯების შეზღუდვა აუცილებელია. შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი გამოგიჩნდეთ, რომელიც დაფინანსებას მოითხოვს.
შესაძლოა, ამ დღეს ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება, ასე რომ ყურადღებით იყავით.
მოერიდეთ ეგზოტიკურ კერძებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია.
მორიელი
შეიძლება გრძნობებში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელიც ამის გაკეთებას დიდი ხანია, ცდილობს. სავარაუდოდ, ეს თქვენთვის სრული სიურპრიზი იქნება.
საოჯახო საქმეების დამოუკიდებლად, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე მოგვარება მოგიწევთ, თუმცა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
ფინანსური წარმატებისა და ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების ყველა შანსი გაქვთ.
ყურადღება მიაქციეთ ძილს, რომელიც ძალების აღდგენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ძილის ნაკლებობამ შეიძლება ზედმეტი წონის პრობლემები გამოიწვიოს.
მშვილდოსანი
არსებობს შანსი, რომ მოგზაურობის დროს პარტნიორი იპოვოთ. პოტენციურ თაყვანისმცემლებს ნუ უარყოფთ, მაგრამ ძალიან სწრაფადაც ნუ დაუახლოვდებით.
თქვენს სამუშაო გუნდში ჭორაობა და ინტრიგები დიდი ხანია, წესად იქცა, თუმცა, უმჯობესია, ჭორიკანა ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროთ. ახლა თქვენი მთავარი ამოცანაა მომჭირნეობა და შემოსავლის გონივრულად ხარჯვის უნარი. თუ ეს შეძელით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი კერძების დაგემოვნებას და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას. თუ დახმარება დაგჭირდათ, შეგიძლიათ მეგობრების ან ოჯახის წევრების იმედი გქონდეთ.
თხის რქა
თქვენს უახლოეს წრეში არის ადამიანი, რომელსაც ძალიან იზიდავთ, თუმცა, თუ პარტნიორი გყავთ, ფლირტისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან ამან შეიძლება რეალური პრობლემები შეგიქმნათ.
ეცადეთ, თქვენი შინაგანი კრიტიკოსი „გამორთოთ“ და ყველაფერში ნაკლოვანებები არ ეძებოთ. არაკეთილმოსურნეები თქვენ წინააღმდეგ ინტრიგებს მოაწყობენ, მაგრამ სასტიკად დამარცხდებიან. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაძლიერდება. პირქუშ ფიქრებს ნუ აჰყვებით. ფულს პერსპექტიული, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები უყვარს, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ.
თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, თუმცა ამის გამო დამატებითი სამუშაო არ უნდა აიღოთ.
მერწყული
შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან რომანტიკა გაქრა და ამის აღიარების გეშინიათ. სასურველია, რომ გარკვეული დრო მარტოობაში გაატაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება დაამატოთ. იქნებ ექსტრემალური ტურიზმი სცადოთ? ეს თავგადასავალი დადებით ემოციებს მოგიტანთ და დაახლოებაში დაგეხმარებათ.
შესაძლებელია, მალე უფრო პერსპექტიული თანამდებობა შემოგთავაზონ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ხელფასის გარდა, ამ შემთხვევაში პირადი პასუხისმგებლობაც ერთიორად გაიზრდება.
თევზები
ნუ დაუშვებთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენი ცხოვრების უკანასკნელ ადგილზე აღმოჩნდეს. სასწრაფოდ ჩასვით ის საკუთარ განრიგში და დაე, მთელმა მსოფლიომ დაიცადოს.
მათ, ვინც ახლახან დაქორწინდა, რთული პერიოდი ელით. თუ ბოლო დროს ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გეგმავდით, საკუთარ თავს ნუ გაკიცხავთ. აუცილებლად შეურიგდით მათ, ვისაც უნებლიეთ აწყენინეთ. მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, სირთულეები და პარტნიორებთან დაპირისპირება. ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ.
ავტორ(ებ)ი :