02.12.2025 23:05
ვერძი
თუ ახლა სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა და მომავალშიც ასე იქნება. ერთ მშვენიერ დღეს ღრუბლები გაიფანტება და მოწმენდილი ცა გამოჩნდება.
ეს დღე კოსმოსური ენერგიის ათვისებას, სიყვარულის პოვნას და პატიებას უკავშირდება. დღის დევიზია სიმშვიდე და თანხმობა. სამსახურში დიდი დატვირთვა გელით, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების გამო პირადი ცხოვრება არ უნდა დაივიწყოთ. ყველაზე გონივრული, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ, ბალანსის დაცვაა.
თუ ანგარებას გამოიჩენთ, შესაძლოა ამას პარტნიორებთან კონფლიქტი მოჰყვეს. ისწავლეთ გულუხვობა, რათა მომავალში მეტი არ დაკარგოთ. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, განსაკუთრებით, საინფორმაციო არხებს.
კურო
საყვარელ ადამიანთან შეხვედრები, ნერვიულობის გარდა, არაფერს მოგიტანთ, თუმცა, მარტოობაში მოწყენას მაინც ეს სჯობს. დაქორწინებულ კუროებს ვურჩევთ ურთიერთობებს მეტი რომანტიკა შემატონ.
თუ პროფესიული საიდუმლოებები გაქვთ, ახლად გაცნობილ ადამიანებს არ უნდა გაუზიაროთ. ვარსკვლავები ფინანსებთან დაკავშირებულ დროებით სირთულეებზე გაფრთხილებენ.
მოგზაურობის მოყვარულებს ვურჩევთ, რამდენიმე დღე მგზავრობისგან თავი შეიკავონ. მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, ყველა საქმესა და მოვალეობას თავი საუკეთესოდ გაართვათ.
ტყუპები
ახალი რომანტიკული გატაცება თქვენს ცხოვრებას მთლიანად მოიცავს და სხვა ურთიერთობებისთვის ადგილს არ დატოვებს.
ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება გელით, რომელიც ხანგრძლივ კამათში გადაიზრდება. სასურველია, რომ მნიშვნელოვანი საუბრები მომავალი კვირისთვის გადადოთ.
გუნდში დაძაბულობა იზრდება, რაც არა მხოლოდ თქვენზე, არამედ თქვენს თანამშრომლებზეც აისახება. ის, ვინც გუშინ თქვენი მხარდამჭერი იყო, დღეს შეიძლება თქვენი ოპონენტი გახდეს. საქმისადმი კრეატიული მიდგომა კონკურენტების გვერდის ავლის საშუალებას მოგცემთ.
ეს დღე თქვენგან სასიცოცხლო ძალების სწრაფ მობილიზებას მოითხოვს. საღამოსთვის გადაღლილი და გამოფიტული, მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით.
კირჩხიბი
ნუ აჰყვებით საკუთარ ფანტაზიებს. ის დიდ გაუგებრობაში შეგიტყუებთ, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. ეცადეთ, გვერდით მხიარული და დადებითად განწყობილი ადამიანები გყავდეთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო საკმარისზე მეტი გექნებათ, თუმცა შესაძლოა, მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდეთ.
ეცადეთ, ოჯახსა და სამსახურს შორის ძალები თანაბრად განააწილოთ. უკეთესი იქნება, თუ სამსახურთან დაკავშირებულ ნებისმიერ წამოწყებას მომავალ კვირამდე გადადებთ. ამ დღეს მოულოდნელი იდეებისა და ახალი ინფორმაციების მთელი სერია გელით.
ნუ გადატვირთავთ ორგანიზმს კულინარიული ექსპერიმენტებით ასტროლოგები გირჩევენ, რომ ვიტამინებითა და უჯრედისით მდიდარი, მარტივი კერძები მიიღოთ.
ლომი
სულ მალე თქვენს ურთიერთობებზე ისეთ რამეს გაიგებთ, რისი დანახვაც აქამდე არ შეგეძლოთ, თუმცა პრეტენზიები პარტნიორს კი არა, საკუთარ თავს უნდა წაუყენოთ. იმან, ვინც ყოველთვის მეგობრად მიგაჩნდათ, შეიძლება ერთ დღეს გიღალატოთ. ნუ დაივიწყებთ ამას და თქვენს საიდუმლოს ყველაზე ახლობელ მეგობრებსაც კი ნუ ანდობთ.
მოულოდნელად გაზრდილმა პოპულარობამ შესაძლოა თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ! თუ დღეს აპათიასა და დაღლილობას იგრძნობთ, ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ. ნუ მისცემთ თავს მოწყენის უფლებას - თქვენი ბუნება რუტინას და ერთფეროვნებას ვერ იტანს!
ქალწული
ამ დღისთვის დაგეგმილი რომანტიკული პაემანი შესაძლოა ისე არ დასრულდეს, როგორც ელოდით. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. ვარსკვლავები განიშნებენ, რომ სამუშაო ან საყოფაცხოვრებო საკითხებს ძალიან ბევრ დიდ დროს უთმობთ.
პროფესიული თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია ძველი პროექტების წარმატებით დასრულება და ახლების სწრაფი განვითარება.
ეცადეთ, უსარგებლო ნივთებზე ფულის ხარჯვის ჩვევისგან გათავისუფლდეთ, თორემ ფინანსურ პრობლემებს ვერ აიცილებთ.
სასწორი
ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, რათა ურთიერთობებში თბილი ატმოსფერო შეინარჩუნოთ.
თუ საქმიანობის სფეროს შეცვლას გეგმავთ და ახალ სამუშაოს ეძებთ, გასაუბრებისთვის ხელსაყრელი დროა. გირჩევთ, მოულოდნელი ხარჯებისთვის მოემზადოთ და მათ შესამცირებლად ზომები მიიღოთ.
თუ ბოლო დროს პერიოდულად გული გაწუხებთ, გირჩევთ, წნევას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუნდაც დროებით, გამორიცხეთ ალკოჰოლისა და ცხოველური წარმოშობის საკვების მიღება.
მორიელი
ამ დღეს ვარსკვლავების კეთილგანწყობის იმედი არ უნდა გქონდეთ - თქვენი დრო ჯერ არ დამდგარა.
ცადეთ, საყოფაცხოვრებო საქმეებისა და მცირე კოსმეტიკური რემონტისთვის დრო გამონახოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და ინიციატივები სამსახურის ხელმძღვანელს ან ბიზნესპარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩება. უახლოეს 24 საათში შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ან გავლენიან მფარველებთან შეხვედრა გამართოთ - თუ სწორად იმოქმედებთ, აუცილებლად გაგიმართლებთ.
მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში წახემსებას. არსებობს საკვებით მოწამვლის ალბათობა, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრჯერ იგრძნობთ, რომ უყვარხართ და ეცადეთ, საპასუხო სიყვარული გასცეთ.
მოულოდნელმა დაბრკოლებებმა შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ და არჩეული გზიდან გადაგახვევინოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ოჯახის წევრების და ახლობლების აზრი გაითვალისწინოთ.
ფინანსური თვალსაზრისით საშიში დროა, ვალის აღება ან გაცემა არ შეიძლება. სჯობს, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნებთ და მზის ჩასვლით დატკბებით.
ამ პერიოდში მოსალოდნელია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. უარი თქვით თვითმკურნალობაზე - ხალხური მკურნალობის მეთოდები არაეფექტური აღმოჩნდება, თქვენს შემთხვევაში კი, შესაძლოა, ზიანიც მოგაყენოთ.
თხის რქა
შესაძლოა გაუთვალისწინებელმა მოვლენამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ - ნუ აჩქარდებით, ლოგიკით იხელმძღვანელეთ, გამოცდილებას დაეყრდენით და ინიციატივა გამოიჩინეთ. ახლობელ ადამიანთან პირისპირ საუბარში შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ.
თუ კოლეგამ კაფეში სადილად დაგპატიჟათ, უარს ნუ ეტყვით. ისწავლეთ გუნდში მუშაობა. ეს დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ, ამიტომ ყველა მოლაპარაკება შედეგიანი იქნება. ნუ დაკარგავთ დროს საეჭვო პროექტებზე და ხელი არ მოჰკიდოთ იმას, რაშიც დარწმუნებული არ ხართ.
მერწყული
ამ დღეს ვენერა თავისი მფარველობით გულუხვად დაგასაჩუქრებთ და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ნუ მოგერიდებათ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა მათ მიმართ, ვინც მუდმივად თქვენ გვერდითაა. უკეთესი შედეგის მისაღწევად სჯობს, არ იჩქაროთ და დავალება ყურადღებით შეასრულოთ.
მერწყულებისთვის ამ დღეს აზარტული თამაშები კატეგორიულად აკრძალულია. თავიდან შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ იღბალი მალევე მიგატოვებთ.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაარღვიოთ და კომპიუტერთან ღამის თენებას გადაეჩვიოთ.
თევზები
ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ - ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ.
ეს დღე ბიზნესში ყველაზე მრავალფეროვანი, მათ შორის, საკმაოდ თამამი მიმართულებების განვითარებისთვის მდიდარ შესაძლებლობებს გპირდებათ. ეცადეთ, სიტუაცია შეაფასოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ.
ავტორ(ებ)ი :