"დეზინფორმაცია მედიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება"-კახა მასხარაშვილი 05.12.2025 16:41

დეზინფორმაცია მედიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება, ხოლო ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

ამის შესახებ  Report -ს ბაქოში, აზერბაიჯანულ-ქართული მედია ფორუმის ფარგლებში, "ჯორჯიან თაიმსის" დირექტორმა კახა მასხარაშვილმა განუცხადა.

"დეზინფორმაციის თემა უკიდურესად მგრძნობიარეა. პერსონალურად მე ხელოვნურ ინტელექტს დიდად არ ვენდობი - რა თქმა უნდა, აქვს დადებითი მხარეებიც, თუმცა რისკებიც სერიოზულია,"-განაცხადა მასხარაშვილმა.

მისივე თქმით, "ჯორჯიან თაიმსი" აქტიურად ებრძვის ყალბ ცნობებს საკუთარ პლატფორმებზე.

მასხარაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა შეძლონ სანდო ინფორმაციის გარჩევა ფეიკ-ნიუსებისგან.

 

"ეს  ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზომები. ყველამ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს", -აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსის" დირექტორმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ