ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა 08.12.2025 12:02

ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.

 

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ