09.12.2025 22:59
ვერძი
დაოჯახებულ ვერძებს მეორე ნახევართან ურთიერთობა შესანიშნავად აეწყობათ.
ამ დღეს თქვენს ცოდნასა და უნარებზე მოთხოვნა მოიმატებს. იქნებ დროა, ხელმძღვანელობას ხელფასის მომატება სთხოვოთ? ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. არ არის გამორიცხული შემოსავალი პროექტებიდან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ.
მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ ორგანიზმი გააჯანსაღოთ. თუმცა, ჩვეული მენიუს ძალიან მკვეთრად შეცვლა სასურველი არ არის.
კურო
ახალი ნაცნობობა ძალიან გაგახარებთ, მაგრამ ჯერჯერობით თქვენს რომანს მსუბუქი ფლირტის ეტაპი არ გაუვლია, ამიტომ ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ. ეცადეთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.
სამსახური ნამდვილ საბრძოლო ველად იქცევა, ამიტომ ეცადეთ საკუთარი პოზიციები დაიცვათ. მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ტყუპები
საიდუმლო თაყვანისმცემელი თვალს არ გაშორებთ! თუ თქვენი გული თავისუფალია, მალე სასიყვარულო რომანი გელით. თუ დაოჯახებული ხართ, უმჯობესია ერთგულება შეინარჩუნოთ და ხანმოკლე გატაცებას ყურადღება არ მიაქციოთ. სასურველია, რომ ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ - შეგიძლიათ სასარგებლო ნივთები შეიძინოთ, რემონტი დაიწყოთ ან ავეჯს ადგილი შეუცვალოთ.
თანამდებობის პირებისთვის მძიმე და დაძაბული დღე იქნება - საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ხოლო თუ თქვენი სამუშაო ინვესტირებასთან ან სავალუტო ოპერაციებთან არის დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ.
ზედმეტ საუბრებსა და უაზრო კონფლიქტებზე ენერგიას ნუ დახარჯავთ.
კირჩხიბი
თუ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პაუზა აიღეთ და ოჯახურ საქმეებს მიხედეთ. გარკვეული დროის მანძილზე საოჯახო და ფინანსური პრობლემების მოგვარება თქვენს მეუღლეს, დამოუკიდებლად უწევდა და ეს უნდა გამოასწოროთ. ასევე ეცადეთ ნათესავებთან ურთიერთობაში გარკვეული საკითხები მოაგვაროთ.
დღეს შეიძლება შეეჯახოთ პრობლემას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით. თქვენს სიბრძნეზე და წინდახედულობაზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტთ ამ ამოცანას.
დღეს ნებისმიერმა საუბარმა, განსაკუთრებით საკამათო თემებზე, შეიძლება ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვიოს, ამიტომ მტკივნეული თემების განხილვას უნდა მოერიდოთ.
ყურადღება მიაქციოთ დიეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასტროენტეროლოგთან ვიზიტი დაგჭირდებათ.
ლომი
მიმზიდველი გარეგნობა ლამაზ შეფუთვას ჰგავს, რომლის უკან შეიძლება უხარისხო საქონელი იმალებოდეს. ასე რომ, ადამიანს მხოლოდ გარეგნობის მიხედვით ნუ შეაფასებთ.
ვიღაც შეეცდება, რომ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის უთანხმოება გააჩინოს, მაგრამ თქვენს სიყვარულს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
დღესასწაულის წინ ბევრი მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ შრომა დაგიფასდებათ. დროა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან მანქანის შეცვლაზე იფიქროთ. შესაძლოა, ხელსაყრელი საკრედიტო შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ.
ფრთხილად იყავით ალკოჰოლურ სასმელთან - არ არის გამორიცხული ინტოქსიკაცია. მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
ქალწული
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა და რუტინად გადაიქცა, უმჯობესია,, ცოტა ხანს ერთმანეთისგან დაისვენოთ. თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს კი მეორე ნახევრის აზრის მოსმენა და გათვალისწინება მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, კონფლიქტს უნდა ელოდოთ.
მიეცით საკუთარ თავს მოდუნების საშუალება. დღეს არა საგმირო საქმეების, არამედ დასვენების და ჯანმრთელობის დღეა. ფრთხილად მოეპყარით ხელსაწყოებსა და ელექტრომოწყობილობებს, არ არის გამორიცხული მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმა.
სასწორი
მარტოხელა ადამიანებს არ გირჩევთ გაცნობის საიტით პარტნიორის შერჩევას - შესაძლებელია თაღლითს გადააწყდეთ.
მოემზადეთ სტუმრების მისაღებად - ბინა დაალაგეთ და სადღესასწაულო სადილი მოამზადეთ. საქმე, რომლითაც დაკავებული ხართ, კმაყოფილებას აღარ განიჭებთ? მაშინ დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.
ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ მისი ყიდვა თუ არა?
შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ.
მორიელი
ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ეს წესი პირად ცხოვრებაზეც ვრცელდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. თუ ოჯახში დაძაბული ურთიერთობებია, ეცადეთ დიპლომატიური გზით მოაგვაროთ.
დილიდან ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად კეთებას არ შეეცადოთ, თორემ ყველა საქმეს დააზარალებთ.
შესაძლოა, გავლენიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
ენიუდან სრულად გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური თანამოსაუბრეების გავლენის მიმართ დაუცველია.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ - ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. მეგობართან მოსალოდნელია დაპირისპირება. უთანხმოების მიზეზი შეიძლება ბანალურ თემებზე კამათი გახდეს. ეს ის კამათია, რომელიც ჭეშმარიტებას ვერასოდეს გამოავლენს, ამიტომ ჯობია დროულად დაზავდეთ და სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ.
ხელსაყრელი დროა დამატებითი ინფორმაციისა და შემოსავლის მოძიების, კომუნიკაციისა და თათბირებისთვის. მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში და უცნობ პროექტებში ჩადებას, თორემ შეიძლება დაკარგოთ. შ
თქვენი ბოლოდროინდელი შეუძლოდ ყოფნა წარსულში დარჩება და იმუნიტეტი გაგიძლიერდებათ.
თხის რქა
ახალი რომანი კარგს არაფერს მოიტანს, ამიტომ ეცადეთ, ყურადღება ოჯახურ საქმეებზე და ახლობლებზე გადაიტანოთ. ამჟამად პლანეტების მდებარეობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხელსაყრელია. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ დღეს დაგეგმილი საქმის წარმატებით განხორციელება შეძლოთ.
ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში კონტაქტები შეზღუდოთ.
ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას. სავარაუდოდ, მენიუ უნდა შეცვალოთ.
მერწყული
ჰორიზონტზე რომანტიკული ნაცნობობა გამოჩნდება, რომელმაც შეიძლება უჩვეულო პერსპექტივები მოგიტანოთ.
თუ არ მოგწონთ, როცა თქვენ ირგვლივ ბევრი აურზაური და ხმაურია, რომელიც არაფერში გჭირდებათ, შეეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე დაიყვანოთ და არ გადაიღალოთ.
ნუ მოჰკიდებთ ხელს საქმეს, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, რადგან წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებს დაუთმოთ.
სამსახურში ხელშეკრულებებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა მოგიწევთ. ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები, რათა საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ.
თევზები
პარტნიორისთვის გრძნობების გამხელა ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა და პატიოსნება ჰარმონიული ურთიერთობების გასაღებია. ეცადეთ, თქვენი პრობლემები მეორე ნახევარს არ გადააბაროთ. ასეთი დამოკიდებულება ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის.
თქვენი განწყობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, იღებთ თუ არა სიამოვნებას შესრულებული სამუშაოსგან. ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. შეგიძლიათ მეგობრებსა და ძლიერ მფარველებს დაეყრდნოთ - საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარი წარმატებამდე მიგიყვანთ.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - მაგარი ყავით დაღლილობასთან ბრძოლას ჯობს, თბილი აბაზანა მიიღოთ და დასაძინებლად დაწვეთ.
ავტორ(ებ)ი :