აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, თამარ ტალიაშვილი თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია -აშშ-ში საქართველოს საელჩო 11.12.2025 20:00

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი, ოჯახთან ერთად, თეთრი სახლის საშობაო-სადღესასწაულო ტურს ეწვია. ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე მიწვევასა და პრეზიდენტისა და პირველი ლედის მისალოც ბარათთან დაკავშირებით მადლიერება გამოხატა.

„თეთრი სახლი სტუმრებს აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ შემუშავებული თემატიკით - „სახლი არის იქ, სადაც შენი გულია" - დახვდათ მორთული. წლევანდელი დეკორაციები ამერიკის სულისკვეთებას განასახიერებს და ხაზს ოჯახურ ღირებულებებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ საქმიანობას უსვამს, რომელიც მოქალაქეთა კეთილდღეობას ემსახურება.

 

ღონისძიება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ