13.12.2025 22:29
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.
საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით - 96 ქულა.
საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით - 55.
საბავშვო ევროვიზია 2025 საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
ავტორ(ებ)ი :