14.12.2025 20:22
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა 1 109 ხმა მიიღო, ირაკლი ყანდაშვილმა კი – 1 283 ხმა.
პირველ ტურში კენჭისყრის შედეგად ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულად ითვლება ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც ხმების უბრალო უმრავლესობას (50%+1) მიიღებს.
მეორე ტურში კი არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას.
არჩევნებში სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი იყო – ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.
ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.
ავტორ(ებ)ი :