14.12.2025 23:27
ვერძი
ამ დღეს თავისუფლებისა და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა გამოძრავებთ, რაც შესანიშნავია. მთავარია, საკუთარი თავისუფლების მსურველმა სხვისი თავისუფლება არ შეზღუდოთ.
დღის დასაწყისში ოჯახის წევრებთან მოულოდნელი დაპირისპირება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს, როდესაც ვნებები დაცხრება, კომპრომისი იპოვოთ და შერიგება შეძლოთ.
წარმატება ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. აუცილებლად იპოვით იმას, რასაც ეძებთ, მაგრამ ამისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგათ! ცნობისმოყვარე გონებას დამშვიდების უფლება არ მისცეთ, სანამ ყველა საჭირო პასუხს არ იპოვით.
ამ დღეს უმჯობესია ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში სტუმრობისგან თავი შეიკავოთ.
კურო
ამ დღეს მიმზიდველობა და პიროვნული თვისებები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. მოემზადეთ ახლობლების პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან დღეს მათი დახმარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
კარიერულ წინსვლაზე ოცნება ადრეა - ჯერ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და პროფესიული უნარები გაიუმჯობესოთ. გირჩევთ, ფინანსურ საკითხებში გონიერება გამოიჩინოთ და მსხვილი შესყიდვები რამდენიმე დღით გადადოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო პროდუქტების სია შეადგინეთ და არ გადაუხვიოთ.
კუროებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მკურნალობის კურსი უნდა გააგრძელონ, თუნდაც ამჟამად არაფერი აწუხებდეთ.
ტყუპები
სავარაუდოდ, ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდებით და შეიძლება ჩვეულებრივი ნაცნობობა დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. ურთიერთობაში სირთულეების დასაძლევად, ეცადეთ, გონივრული კომპრომისი იპოვოთ. ამ დღეს მარსის ენერგეტიკა ძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება კამათი და დაპირისპირება მოხდეს. სასურველია, რომ ამ დღეს რაც შეიძლება ნაკლები შეხება გქონდეთ ადამიანებთან, რომლებიც გაღიზიანებთ.
ეცადეთ, პროფესიულ მოვალეობებსა და სიყვარულთან დაკავშირებულ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ. საღამოს შეგიძლიათ ყოველდღიური აურზაურისგან დაისვენოთ და დახარჯული ძალები და სულიერი ენერგია აღიდგინოთ. თუ დიდი ხანია კარგად გამოძინებაზე ოცნებობთ, ახლა საუკეთესო დროა ამის განსახორციელებლად.
კირჩხიბი
მალე შეხვდებით ადამიანს, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ.
უახლოეს დღეებში, სატურნის გაზრდილი აგრესიულობის გამო, თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილური იქნება. ეცადეთ ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ და დაგროვილი პრობლემების განხილვის დრო გამონახოთ. ისწავლეთ მოთმინება და შეწყვიტეთ იმაზე წუხილი, რასაც ვერ შეცვლით.
შესანიშნავი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ! ვარსკვლავები გირჩევენ, დილას ადრე ან საღამოს ბუნებაში გაისეირნოთ, რათა ორგანიზმმა ჟანგბადი მიიღოს.
ამ დღეს სასარგებლო იქნება ნებისმიერი სახის სპორტი, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
ლომი
თუ ვიღაც მოგწონთ, ნუ ელოდებით, რომ დაგირეკავთ და პაემანზე დაგპატიჟებთ, თავად დაურეკეთ - მას თქვენი ყურადღება ძალიან ესიამოვნება.
ოჯახურ ცხოვრებაში ნუ ეცდებით, რომ საკუთარი სურვილები საყვარელ ადამიანებს თავზე მოახვიოთ. უარი თქვით ნებისმიერ ცვლილებაზე, სანამ ახლობლებთან არ შეათანხმებთ.
შუადღისას მოსალოდნელია წინააღმდეგობა ხელმძღვანელობასთან ან თანამშრომლებთან ურთიერთობაში. მოუსმინეთ გარშემომყოფთა აზრს და საკუთარ სურვილებში გაერკვიეთ - ამ შემთხვევაში საკუთარი აზრის კოლეგებამდე მიტანას შეძლებთ! შესაძლოა, თქვენი უნარების გამოვლენა სხვადასხვა სფეროში წარმატებით შეძლოთ. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.
თუ ხშირად ცივდებით, ეცადეთ იმუნური სისტემა გაიმყაროთ.
ქალწული
მშვენიერი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, ასეთი ნაცნობობის შემდეგ ახლო მეგობარი ან საყვარელი ადამიანი შეიძინოთ. ფინანსური პრობლემები ოჯახში კამათისა და საყვედურების მიზეზი გახდება. ორი არჩევანი გაქვთ: პრობლემა გადაჭრათ ან ოჯახში დაძაბულ ატმოსფეროს შეეგუოთ.
საქმე, რომელსაც დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევთ, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობების შექმნაში დაგეხმარებათ.
სეზონური ვირუსებისგან თავის დასაცავად ეცადეთ იმუნიტეტი გაიძლიეროთ.
სასწორი
ერთადერთი, რამაც შეიძლება პარტნიორის ქცევასთან დაკავშირებით თქვენი ვარაუდების სიზუსტე დაადასტუროს ან უარყოს, პირდაპირი და გულწრფელი საუბარია. ამ დღეს სასურველია, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ - თქვენი გეგმების შესახებ რაც უფრო ნაკლები ადამიანი გაიგებს, მით უკეთესია.
სამსახურში შემოგთავაზებენ მონაწილეობას საინტერესო პროექტში, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ფინანსური გარიგებისთვის - ყველა ინვესტიცია წარმატებული იქნება.
ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრში რასაც ვეღარ შეცვლით. ეცადეთ ეჭვებისგან გათავისუფლდეთ და სამოქმედო გეგმა დაისახოთ. კარგი დღეა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, მთავარია საყვარელი ადამიანების აზრიც გაითვალისწინოთ.
მორიელი
ამ დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს ნუ ელით. წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, მზად ხართ თუ არა, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღოთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და ვისთან ამბობთ. შეიძლება ყველაფერი, რასაც ამ დღეს იტყვით, თქვენ საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს.
ნუ გადაიღლებით, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტზე უარყოფითად აისახება. ამჟამად თქვენს სხეულზე გაჩენილი ყოველი ნაკაწრის შეხორცებას ორჯერ მეტი დრო დასჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ უფრო მნიშვნელოვან ტრავმებზე.
მშვილდოსანი
მზად იყავით პარტნიორისგან რომანტიკული სიურპრიზებისთვის! ნუ აიძულებთ ოჯახის წევრებს, ყველაფერში დაგეთანხმონ - საკუთარი აზრის უფლება ყველას აქვს. ფრთხილად მოეკიდეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებიც შეიძლება სარგებლის ძიებაში ეშმაკობდნენ.
შეცდომებიდან დასკვნების გამოტანის ნიჭი დაკარგულის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ოჯახის მიმართ საკუთარი ვალდებულებების შესახებ არ დაივიწყოთ.
დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მოდუნდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
თხის რქა
ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ „სულში ჩაგიძვრნენ", რათა შემდეგ თქვენი ნდობით ისარგებლონ.
თუ სახლის კეთილმოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, უფრო შესაფერის დღეს ვერ ნახავთ. არავის მისცეთ უფლება, რომ ყურადღება გაგიფანტოთ - გამორთეთ ტელეფონი, დასვენების დღე აიღეთ ან უბრალოდ, მთელი ყურადღება საკუთარ აზრებზე გადაიტანეთ.
მერკურის მშვილდოსანში ყოფნა მატერიალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. თუ მოინდომებთ, შეძლებთ ბინა ან მანქანა შეიცვალოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ არ გადაიტვირთოთ, რადგან ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.
მერწყული
მალე მოგინდებათ საკუთარ ცხოვრებაში რამე რადიკალურად შეცვალოთ და შეგიძლიათ, საკუთარი თავით დაიწყოთ!
უმჯობესია, საღამო საოჯახო საქმეებსა და მოვალეობებს დაუთმოთ. სავარაუდოდ, ახლობლებს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდებათ.
ეს დღე დატვირთული და ემოციებით სავსეა - დასვენების იმედი არ უნდა გქონდეთ. შრომისმოყვარეობა და გამძლეობა მიმდინარე საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
დღეიდან დაიწყეთ და ნებისმიერი შემოსავლის 15 % გადაინახეთ. ასეთი დანაზოგით იმ ნივთის შეძენას მოახერხებთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის - თუნდაც ხანმოკლე ვარჯიშებისთვის, რაც თქვენს ენერგიულობას ერთი ორად გაზრდის.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, მართვის სადავეები პარტნიორს გადასცეთ და არ შეგეშინდეთ, რომ ის ძალაუფლებას თქვენ წინააღმდეგ გამოიყენებს.
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ყოველდღიური მოვალეობები გაანაწილეთ და კიდევ უკეთესი გრაფიკი შეადგინოთ.
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ ბრწყინვალე პერსპექტივებს კარიერული ზრდისთვის! თუმცა, თქვენმა სურვილმა, რაც შეიძლება მალე მიიღოთ გადაწყვეტილება, შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
სავარაუდოდ, ამ დღეს წარსულში დაშვებული შეცდომის გამოსწორება მოგიწევთ.
ავტორ(ებ)ი :