რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი არითმოლოგიის მიმართულება ამოქმედდა 20.12.2025 12:26

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი მიმართულება ამოქმედდა, პაციენტები, არითმოლოგიურ სერვისებს უკვე ადგილზე იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომსახურება რეგიონში უპრეცედენტოა, რადგან აღნიშნული, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური სერვისების მიღება, თბილისის ნაცვლად, ადგილობრივ კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი.

„რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელების განცხადებით, პაციენტებს, მომსახურებას თბილისიდან მიწვეული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ. მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში, არითმოლოგიური სერვისების სრული სპექტრი მოქმედებს. მათ შორის - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში რიტმის დარღვევების პრევენციის მიზნით უტარდება; შესაძლებელია ერთკამერიანი, ორკამერიანი და სამკამერიანი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია. ასევე, კლინიკაში ხორციელდება სხვადასხვა ტიპის არითმიების დიაგნოსტიკა, მართვა და კათეტერული აბლაცია.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე - ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ