20.12.2025 17:12
ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
მისი თქმით, სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული.
„ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის წმინდა ნიკოლოზის დღე სერბეთში. პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მე და ჩემი მეუღლე დაგვპატიჟა თავის დიდ ოჯახში, სადაც პატივი მქონდა გამეცნო მისი მშობლები, ქალბატონი ანჯელინა და ბატონი ანჯელკო ვუჩიჩები. ეს იყო უბრალოდ ოჯახური ვახშამი, გულწრფელი საუბრებით და შეგრძნებით, რომ თავს გრძნობ ისე, როგორც საკუთარ ოჯახში. ამის დავიწყება შეუძლებელია და გახსენებს ადამიანს, რომ სახელმწიფოს უკან ყოველთვის დგანან ადამიანები, ოჯახები და სიყვარული. გულითადი მადლობა მინდა, გამოვხატო ამ ნდობისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ავტორ(ებ)ი :