ირაკლი კობახიძე - ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ 23.12.2025 20:35

 

მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სპორტსმენებისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული სპორტსმენი არის საქართველოს საუკეთესო ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე.

„ისტორიული შედეგების ფონზე, ძალიან რთული ამოცანაა რომელიმე სპორტსმენის გამოყოფა და საუკეთესოს გამოვლენა, თუმცა დღევანდელი დღე, სწორედ, ამას უძღვება და მინდა, წინასწარ  მივულოცო მომავალ გამარჯვებულებს და ნომინანტებს. თითოეული წარმატებული სპორტსმენი არის გამარჯვებული თავისთავად და არის ღირსეული მაგალითი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. თითოეული მათგანი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე და თითოეული მათგანი არის საუკეთესო ელჩი საქართველოსთვის მსოფლიო ასპარეზზე. მე ერთი რამ მინდა, აღვნიშნო, ქართველი სპორტსმენის მიმართ ჩვენი სიყვარული უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული და უპირობო, ეს უნდა გაიგოს აბსოლუტურად ყველამ. ყველას მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დადგები შობა-ახალი წელი მინდა მოგილოცოთ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს, ყველას ვინც არის ჩართული ქართულ სპორტის წარმატებაში და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თქვენი შრომისთვის, პატრიოტიზმისთვის და დაუვიწყარი წუთებისთვის, თითოეული იმ ემოციისთვის, რომელიც თქვენმა გამარჯვებებმა თითოეულ ჩვენგანს მოუტანა. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს მომავალში,"- განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ