კობა კობალაძე საპატრიარქოში დაესწრო სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა' 23.12.2025 20:49

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საპატრიარქოში სამეცნიერო კონფერენციას: ''ოკუპირებული აფხაზეთი- კულტურული მემკვიდრეობა, წარსული და თანამედროვეობა''დაესწრო.
კონფერენცია გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავს.
დამსწრეთ სიტყვით მიმართეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქრო ტახტის მოსაყდრე შიომ (მუჯირმა), აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა. თემატური მოხსენებებით წარსდგნენ აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, დარგის მეცნიერები და მკვლევარები, რომელთაც ისაუბრეს ქვეყნის გაერთიანების გზაზე აფხაზ თანამოქალაქეებთან დიალოგის, შერიგების აუცილებლობაზე; აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, აფხაზური ეთონოსისა და კულტურის გადასარჩენად რეგიონის საქართველოსთან რეინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომელთაც რუსული ოკუპაცია იწვევს და ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვას უშლის ხელს. საუბარი შეეხო აფხაზურ დიასპორებს სხვადასხვა ქვეყნებში. კონფერენციას ონლაინ ჩაერთო მარმარას (თურქეთი) კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ომერ ფარუკ დემირტაში. კონფერენციაზე, რომელმაც 2 დღეს გასტანა, გაიმართა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ერთიანობისა და აფხაზურ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების რექტორები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგებლები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
22 დეკემბერს ღონისძიების დასასრულს გადახდილ იქნა პანაშვიდი აფხაზეთში დაღუპულების სულთა საოხად.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით პერიოდულად იმართება საქართველოს საპატრიარქოში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, რეალური ისტორიის პოპულარიზაციას, ისტორიული საკითხების გაანალიზებას და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ