28.12.2025 19:35
29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს.
მთებში ქარბუქი და ძლიერი ქარი მნიშვნელოვნად გაართულებს ან შეწყვეტს გადაადგილებას.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა, ნალექთან ერთად - შესაძლოა გამოიწვიოს ინფრასტრუქტურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზების შეფერხება.
რჩევები მოსახლეობისთვის
თავი აარიდეთ ზღვაზე სეირნობას და დასავლეთის მთიან, ასევე მაღალმთიან გზებზე გადაადგილებას.
შეამოწმეთ სახლისა და აივნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მსუბუქი ნივთები, რომ ქარმა არ წაიღოს.
დაიცავით სიმშვიდე და იყავით ინფორმირებული ოფიციალური წყაროებიდან.29 დეკემბერი დასავლეთ საქართველისთვის, საკმაოდ რთული მეტეო პირობების დღეა
ავტორ(ებ)ი :