გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს 30.12.2025 12:13

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი შტორმული ღელვა.

„31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1-2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ