ახალ წელს გილოცავთ ყველას, მჯერა, ეს წელი უფრო მეტი წარმატების, წინსვლისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება -გივი მიქანაძე 01.01.2026 15:23

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„ახალ წელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მშობლებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს. განვლილი წელი განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და აქტიური რეფორმების დასაწყისი იყო. განათლების სისტემა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. ინერგება არაერთი ახალი ინიციატივა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ფართომასშტაბიანი გარდაქმნები ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობასა და განათლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.

ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის რეფორმების განხორციელება სწორედ განათლებისა და მეცნიერების სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისა და თანამშრომლობისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 2026 წელს! მჯერა, ეს წელი კიდევ უფრო მეტი წარმატების, წინსვლისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის!" - ნათქვამია მინისტრის საახალწლო მილოცვაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ