02.01.2026 21:39
საახალწლო სოფელში ჯადოსნური განწყობა 14 იანვრამდე გაგრძელდება. პირველი რესპუბლიკის მოედანი ნაცვლად 7- იანვრისა, სტუმრებს დამატებით ერთი კვირა უმასპინძლებს. საახალწლო სოფელში საბავშვო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. იქვეა თოვლის ბაბუას ქოხიც, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში პატარები სტუმრობენ, მათ განწყობაზე ანიმატორები და მუსიკოსები ზრუნავენ.
ადგილზე ასევე წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და კვების ზონები. ამ წუთებში მთავარ სცენას ქართული ესტრადის შემსრულებლები იკავებენ.
ავტორ(ებ)ი :