04.01.2026 15:55
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს,
უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს
"თქვენო უწმინდესობავ,
უდიდესი სიყვარულით გილოცავთ 93 წლის იუბილეს და გისურვებთ დღეგრძელობას, მზეგრძელობას, მხნეობას და ჩვენი ერის სულიერ და ფიზიკურ სიძლიერეს!
ჩემთან ერთად, ხორციელად შობის დღეს გილოცავენ ჩვენი ქვეყნის ვეტერანები, რომელთა მიმართაც მამაშვილურ სიყვარულს, ნუგეშსა და ლოცვას არ იშურებთ, სიყვარულით ავსებთ და აძლიერებთ!
ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეულ თქვენს განუზომელ ღვაწლსა და ამაგს ვერც ერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს; თქვენი სიბრძნითა და გონიერებით, მოთმინებით, დიდსულოვნებითა და მიტევების უდიდესი უნარით თითოეულ ჩვენგანს გვაძლევთ ერისკაცობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითს!
''მე არ წავალ ამ ქვეყნიდან ისე, რომ არ ვნახო გამთლიანებული საქართველოო"-ერთხელ ბრძანეთ. დაე, ინებოს უფალმა, თქვენი და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ნატვრის ასრულება და მოგვასწროს გაერთიანებულ და ძლიერ ქვეყანას, რისთვისაც დღენიადაგ ლოცულობთ და იღწვით!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, უნეტარესო!
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი"
ავტორ(ებ)ი :