მოლდოვა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება 11.01.2026 10:53

 

მოლდოვა თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება. ევროკავშირის წინაშე მოლდოვის ვალდებულებების ფარგლებში, კიშინიოვი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში "არაავტორიზებული საძიებო და საბურღი საქმიანობის" გამო, თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა - ამის შესახებ Logos Press-ი წერს.

შესაბამის დადგენილებას, No271-с-39, რომელიც 2025 წლის 30 დეკემბრით თარიღდება, ხელი მოაწერა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ.

ევროკავშირის საბჭომ თურქეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2019 წელს დააწესა იმის გამო, რასაც ბრიუსელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის უკანონო დაზვერვას უწოდებს. მედიის ინფორმაციით, ანკარას ამ ქმედებებმა საბერძნეთისა და კვიპროსის რესპუბლიკის პროტესტი გამოიწვია. ევროკავშირმა კი თავის წევრებს მხარი დაუჭირა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ