მაშველებმა სვანეთში ზვავში მოყოლილი ადამიანი გადაარჩინეს 11.01.2026 11:08

 

 მთის ტრასების სააგენტოს მაშველებმა სვანეთში თეთნულდის მთაზე ზვავში მოყოლილი ერთი ადამიანი ამოიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ჯგუფის სხვა წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან. ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც 15 ადამიანი მონაწილეობდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ