14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი 13.01.2026 22:58

 

ვერძი

სიყვარული - თქვენი ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა საყვარელ ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავი დღეა რომანტიკული ვახშმისა და გრძნობების აღიარებისთვის.

კარიერა - შეიძლება მიიღოთ შეთავაზება, რომელიც თქვენს პოზიციას გააძლიერებს. დათანხმდით ახალი პროექტების დაწყებად და თამამად იმოქმედეთ.

ჯანმრთელობა- ხელსაყრელი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის - სპორტული ვარჯიშები ან სუფთა ჰაერზე სეირნობა ისაა, რაც ახლა თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება.

ფინანსები - იღბალი თქვენს მხარესაა - შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.

კურო

სიყვარული - საყვარელი ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ თქვენი ზრუნვისა და სიყვარულისთვის. მოაწყვეთ თბილი ოჯახური საღამო და უთხარით ერთმანეთს ის, რის სათქმელადაც დრო არასოდეს გყოფნით.

კარიერა - ნაყოფიერი დღეა. თქვენი იდეა წარმატებული აღმოჩნდა და საქმე გაგიადვილათ, რასაც კოლეგების აღიარება მოჰყვება.

ჯანმრთელობა -ყურადღება გაამახვილეთ რელაქსაციის პრაქტიკაზე - მედიტაცია ან მასაჟი სასარგებლო იქნება.

ფინანსები - კარგი დროა ბიუჯეტის ან ინვესტიციების დასაგეგმად.

ტყუპები

სიყვარული - ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი ქარიზმით მოხიბლავთ. მოულოდნელი შეხვედრა დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ.

კარიერა - მიმდინარე საქმეების წარმატებით დასრულება გუნდში თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს და მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ჯანმრთელობა - ეცადეთ, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი დაიცვათ და არ გადაიღალოთ. მსუბუქი ვარჯიში და ჯანსაღი კვება ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები - მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები ბონუსების ან საჩუქრების სახით.

კირჩხიბი

სიყვარული - ამ დღეს თქვენი გრძნობები განსაკუთრებული სიცხადით და სიღრმით გამოირჩევა. საყვარელი ადამიანებისთვის მზად ხართ ბოლომდე დაიხარჯოთ. შესანიშნავი დროა გულწრფელი საუბრებისთვის.

კარიერა -წარმატებული დღის საიდუმლო სიმშვიდე და სტაბილურობა იქნება.

ჯანმრთელობა - ირგვლივ იმდენი ვირუსია, რომ იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. ამაი ჟოლოს ჩაი და ვიტამინები დაგეხმარებათ.

ფინანსები - ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდოთ.

ლომი

სიყვარული - თუ წვეულებაზე მიგიწვიეს უარს ნუ იტყვით - შეიძლება გაიცნოთ ის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდით.

კარიერა - ამ დღეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის საშუალება გექნებათ. შესაძლოა, ახალი თანამოაზრეები იპოვოთ, რაც წარმატების მიღწევას გაგიადვილებთ.

ჯანმრთელობა - დილის ვარჯიშები და სუფთა ჰაერი ენერგიით დ აგმუხტავთ. დროა, მავნე ჩვევები დაივიწყოთ და დაბალანსებული დიეტა დაიწყოთ.

ფინანსები - აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები, რომ ხელფასს ცარიელი ჯიბით არ შეხვდეთ.

ქალწული

სიყვარული - თქვენი გულწრფელობა და მზრუნველობა ურთიერთობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. გირჩევთ საყვარელ ადამიანს ისეთი პირობა არ მისცეთ, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

კარიერა - ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება შეგიძლიათ.

ჯანმრთელობა - მშვენიერი დღეა თავის მოვლისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის. გირჩევთ სპა, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები მოსინჯოთ.

ფინანსები - ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი ფინანსური გადაწყვეტილებებისთვის.

სასწორი

სიყვარული - შესაძლოა, რაღაც შემთხვევამ მნიშვნელოვან საკითხზე აზრის შეცვლა გაიძულოთ, თუმცა ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე არ აისახება.

კარიერა - გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა - ერთობლივი ძალისხმევა უკეთეს შედეგს მოიტანს.

ჯანმრთელობა - ხშირად გაიღიმეთ, ეს განწყობას გაგიუმჯობესებთ და ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

ფინანსები - ამ დღეს ფინანსური საკითხები მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება.

მორიელი

სიყვარული - თქვენი ვნება და გულწრფელობა გულგრილს არავის დატოვებს. საყვარელ ადამიანთან ერთად საქმიანობა ურთიერთობას უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს.

კარიერა -უჩვეულოდ ნაყოფიერი დღეა. შესაძლებელია ახალი, სრულიად მოულოდნელი პერსპექტივები გამოჩნდეს.

ჯანმრთელობა - თუ ამ დღეს ვარჯიშით დაიწყებთ აუცილებლად წარმატებული იქნება.

ფინანსები - კარგი დღეა შესყიდვებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის.

მშვილდოსანი

სიყვარული - ეცადეთ ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი ტრფობის ობიექტი დიდი ხანია ამას ელოდება.

კარიერა - თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია - კოლეგები თქვენს იდეებს მხარს დაუჭერენ. გამორიცხული არ არის, რომ მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც დაწყებული პროექტის დასრულებაში დაგეხმარებიან.

ჯანმრთელობა - აქტიური დასვენება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ფინანსები - ამ დღეს ფული ადვილად მოვა, მთავარი მისი გონივრულად გამოყენებაა.

თხის რქა

სიყვარული - ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას პარტნიორთან.

კარიერა - თქვენი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. დროა ხანგრძლივი და დაძაბული შრომიდან სარგებელი მიიღოთ.

ჯანმრთელობა -ხელსაყრელი დღეა პრევენციისთვის. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.

ფინანსები -მოსალოდნელია მცირე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო შემოსავალი.

მერწყული

სიყვარული - თქვენი პიროვნული ხიბლი და ხალისი გარშემო სიხარულის ატმოსფეროს შექმნის. გირჩევთ ამ შანსით ისარგებლოთ და თქვენთვის ძვირფას ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ.

კარიერა - იდეალური დღეა გუნდური მუშაობისთვის, ასევე შემოქმედებითი საქმიანობისა და იდეების განსახორციელებლად.

ჯანმრთელობა - თუ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, გირჩევთ თქვენს მენიუს მეტი ხილი და ბოსტნეული დაამატოთ.

ფინანსები -ფინანსურ სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით. შესაძლებელია მომგებიანი შეთავაზებები.

თევზები

სიყვარული - ეს დღე სინაზით და რომანტიკით სავსეა. უსმინე საკუთარ გულს და ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ..

კარიერა -ინტუიცია და დიპლომატიური უნარები დაგეხმარებათ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ. მეგობრის რჩევა ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ.

ჯანმრთელობა - წყალი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ - დალიეთ ბევრი სითხე და დამამშვიდებელი აბაზანა მიიღეთ.

ფინანსები - ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერების განცდას მოგანიჭებთ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ