17.01.2026 23:19
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა.ტროპარი: უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩუენცა განსლვად მას შინა და ღაღადვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.
კონდაკი: ქრისტე, ყოველთა კაცთა სახიერებით აღმხოცელო ცოდვათა სიმრავლისაო, მოწყალებისათვის უზომოსა იორდანისა წყალსა ნათლისღებად მოხვალ, ვითარცა კაცი, რაითა შემმოსო მე სამოსლითა პირველისა დიდებისათა, ბოროტად განშიშვლებული.
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
ძველად, ეკლესია შობასა და ნათლისღებას ერთ დღეს - 7 იანვარს ზეიმობდა. მოგვიანებით კი ამ ორი დღესასწაულის ცალ-ცალკე აღნიშვნა დაწესდა, რათა თითოეული დღესასწაულისათვის შესაბამისი პატივი მიგვეგო.
განცალკევების შემდეგ, სტრუქტურა რომ არ დარღვეულიყო, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნათლისღების წინა დღეს დაეწესებინა ერთდღიანი მარხვა. შესაბამისად, თითოეულმა ჩვენგანმა ისე უნდა ვიმარხულოთ, როგორც შობის წინა დღეს.
18 იანვარს არის ნათლისღების წინა დღესასწაული და ერისკაცებს თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ზეთიანი საკვები და მცირეოდენი ღვინო.
ავტორ(ებ)ი :