27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი 26.01.2026 23:06

 

ვერძი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ახლა საუკეთესო შანსი გაქვთ, რომ საერთო საქმე დაიწყოთ და თქვენი კავშირი კიდევ უფრო განამტკიცოთ. გირჩევთ, სამსახურის საქმეები ცოტა ხნით დაივიწყოთ და მთელი ყურადღება ოჯახსა და საყვარელ ადამიანებზე გადაიტანოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.

ამ დღეს დაწყებული კომერციული საქმეები კარგ მოგებას მოგიტანთ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე მოულოდნელი დაბრკოლებები გელით, მაგრამ მეგობრების დახმარებით მათ გვერდს აუვლით.

დილით მძიმე საკვებს მოერიდეთ და მსუბუქად ისაუზმეთ.

კურო

ახლახან დაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს - სავარაუდოდ, პარტნიორის გარკვეული თვისებები ან ჩვევები გაგაღიზიანებთ. ოჯახში მოსალოდნელია დაპირისპირება, თუმცა თქვენი გონიერების და დიპლომატიური თვისებების წყალობით ყველაფერი სწრაფად მოგვარდება.

ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ ნებისმიერ, თუნდაც ავანტიურულ წამოწყებაში თამამად ჩაერთოთ - ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. ყველა სირთულე გადალახეთ, დაგროვილი გამოცდილება კი სრულიად ახალ დონეზე გადასვლის საშუალებას მოგცემთ.

ყურადღება მიაქციეთ სისხლის მიმოქცევის სისტემას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე ნაცნობს თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობა აქვს, თუმცა ამის თქმას ვერ ბედავს.

დაოჯახებულმა ტყუპმა შესაძლოა, პარტნიორის უადგილო საქციელის გამო იმედგაცრუება იგრძნოს, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, შემწყნარებლობა გამოიჩინოთ და არ უსაყვედუროთ.

თანამდებობაზე მყოფ ტყუპებს რთული და დაძაბული დღე ელით - სავარაუდოდ, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ახლა ინვესტიციებისა და ფინანსური გარიგებებისთვის არახელსაყრელი დროა, რადგან არსებობს თანხის დაკარგვის რისკი.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას. ამ დღეს ინტენსიურ ვარჯიშზე, ზედმეტ აქტიურობასა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებაზე უარი უნდა თქვათ.

კირჩხიბი

თუ საყვარელი ადამიანი პროვოკაციულ კითხვებს გისვამთ და გაკრიტიკებთ, ისე მოიქეცით, თითქოს შენიშვნები სულაც არ გწყინთ. პლანეტების განლაგება თქვენი ნიშნისთვის იდეალური არ არის - ოჯახში შესაძლოა უთანხმოებამ თავი იჩინოს.

წინააღმდეგობრივი დღეა - დილით გეგმების განხორციელებას შეძლებთ და პარტნიორებთან ან უფროსთან საუბარი სარგებელს მოგიტანთ, თუმცა საღამოს არც ერთი საქმე შედეგით არ დასრულდება. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ და ამ დღეს ზედმეტი ურთიერთობებისგან თავი შეიკავოთ.

ლომი

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლობელი ადამიანისგან სასიამოვნო სიახლე ელის. შურიანი ადამიანების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დაქორწინებულ ლომებს შესაძლოა, პარტნიორის გაგება გაუჭირდეთ - კონფლიქტურ საკითხებზე მშვიდად ისაუბრეთ და კომპრომისს აუცილებლად იპოვით. ამ დღეს მოდურ ბუტიკებში ნაკლები უნდა იაროთ, თორემ საფულეს მთლიანად დააცარიელებთ.

შესაძლოა, უახლოეს ხანებში სამსახურის შეცვლა თქვენთვის ბედის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდეს. მალე ფინანსური სტაბილურობა თქვენი მთავარი პრიორიტეტი გახდება, თუმცა ჯერჯერობით დიდ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ.

ქალწული

პლანეტები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს შეცდომის დაშვების საფრთხე არსებობს. ფრთხილად იყავით და ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ. გახსოვდეთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. სამსახურში შურიანი კოლეგების ინტრიგებმა ძალიან დაგღალათ, მაგრამ ეცადეთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ და თქვენი განწყობის გაფუჭების უფლება არ მისცეთ.

ვარსკვლავები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებიან. ინიციატივას ხელიდან ნუ გაუშვებთ და სანდო ადამიანების დახმარებასა თუ რჩევაზე უარს ნუ იტყვით.

თუ ჰიპერტენზიისკენ გაქვთ მიდრეკილება, ამ დღეს ნერვიულობას და გადაღლას განსაკუთრებულად მოერიდეთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა პრობლემების ნაჩქარევად მოგვარებას ნუ ეცდებით. ეს დღე ახალი ნაცნობობისთვის არ გამოდგება.

სავარაუდოდ, უჩვეულო ამოცანების გადაჭრა მოგიწევთ, რაშიც ახლობლები აუცილებლად დაგეხმარებიან. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - მათში შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმალებოდეს. თუ შანსს გამოიყენებთ, ძველი ოცნების ასრულებას შეძლებთ. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ - ბოლო დროს მეტისმეტად ბევრს ხომ არ ხარჯავთ?

თუ თავის ტკივილი ხშირად გაწუხებთ, დროა თვითმკურნალობა შეწყვიტოთ და ექიმს მიმართოთ.

მორიელი

იდეალური დღეა გაფუჭებული ურთიერთობების აღსადგენად. ამ დღეს შერიგება გაგიადვილდებათ, უბრალოდ საჭირო სიტყვები უნდა იპოვოთ.

დაოჯახებულებს რთული საუბარი ელით, რომელიც შესაძლოა ურთიერთბრალდებებში გადაიზარდოს - ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წონასწორობა არ დაკარგოთ.

სამსახურში ხელმძღვანელობა ზედმეტ აქტიურობას არ დაგიფასებთ, ამიტომ სჯობს ტემპს მოუკლოთ. მათ, ვისი საქმეც ფინანსებს უკავშირდება, გამოთვლებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

შეცვალეთ კვების რაციონი და ახალი რეცეპტები მოსინჯეთ - ეს ყოველდღიურობას ახლებურად დაგანახვებთ.

მშვილდოსანი

კრიზისული დღეა, განსაკუთრებით. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი მეგობრებთან საუბრისას - მოსალოდნელია დაპირისპირება. ეცადეთ, თქვენი სურვილები რეალობას შეუსაბამოთ. მართალია, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ნუ შეეჭიდებით იმას, რისი დაძლევაც არ შეგიძლიათ.

დღის დასაწყისში უცხოებთან ურთიერთობას მოერიდოთ - ეს შეიძლება სახიფათოც კი იყოს. ფინანსურად დიდი სიურპრიზები არ გელით, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია მაინც არსებობს.

დღის განმავლობაში ეცადეთ ფოსფორით, რკინითა და იოდით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ.

თხის რქა

მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეხვედრა გელით. თავი შეიკავეთ პარტნიორის მიმართ დაუსაბუთებელი პრეტენზიებისგან. თუ თქვენს ცხოვრებაში ახლა ცოტაა რომანტიკა, ნუ იდარდებთ - თქვენი შეუპოვრობა წარმატებამდე მიგიყვანთ და რამდენიმე დღეში სიყვარულისთვისაც გეცლებათ და დასვენებისთვისაც.

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ალღოს უნდა ენდოთ - სხვის რჩევებს მხოლოდ ზიანის და იმედგაცრუების მოტანა შეუძლიათ. თქვენს ნერვულ სისტემაზე ნებისმიერი კონფლიქტი ცუდად აისახება, ამიტომ ეცადეთ, ტემპერამენტი მოთოკოთ.

მერწყული

სასიყვარულო საქმეებში წარმატება მოსალოდნელია, თუმცა ამან არ უნდა გაგათამამოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ პარტნიორის აზრი უფრო მეტად გაითვალისწინოთ.

ამ დღე სერიოზულ მოლაპარაკებებს ნუ დაიწყებთ. ძირითადი შემოსავლის პარალელურად, შესაძლოა დამატებითი ფულადი ნაკადებიც გამოჩნდეს.

თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევას გეგმავთ, ნუ გადადებთ - ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

თევზები

ამ დღეს დიდი ცდუნება გელით, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუმკლავდეთ. გახსოვდეთ, რომ სანამ თავგადასავლებში თავით გადაეშვებით, ყველა შესაძლო შედეგი უნდა გათვალოთ. პრობლემებთან ბრძოლაში ალკოჰოლი ვერ დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ შანსი პროფესიული წინსვლისთვის, თუმცა გახსოვდეთ, რომ ახალი თანამდებობა ახალ პასუხისმგებლობას ნიშნავს.

დღეს შესაძლოა რეტროგრადული მარსისა და აქტიური სატურნის გავლენით იმპულსურად იმოქმედოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მაღაზიებს მოერიდოთ, რათა ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ