ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 29.01.2026 18:26

 

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბათუმის მერია უსახლკარო მოქალაქეების განცხადებებს არ იღებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, განცხადების მიღებაზე უარი ეთქვათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არიან რეგისტრირებულნი.

„ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება.

განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები.

განაცხადების მიღება შესაძლებელია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

 

  • გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეული - აფსაროსის მე-3 შეს. №22
  • აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეული - აეროპორტის გზატკეცილის №55
  • სამრეწველო ადმინისტრაციული ერთეული - დიდაჭარის ქ. №21
  • კახაბრის ადმინისტრაციული ერთეული - კახაბრის ქ. №28გ
  • აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეული - დავით აღმაშენებლის ქ. №19ა
  • ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ტბელ აბუსერიძის ქ. №7
  • ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული - ი. ჯავახიშვილის ქ. №70
  • თამარის ადმინისტრაციული ერთეული - კონსტიტუციის ქ. №1
  • ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციული ერთეული - გოგოლის ქ. №14
  • ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეული - ვაჟა-ფშაველას ქ. №91ა
  • ბაგრატიონი 2-ის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის №46
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული - ლერმონტოვის ქ. №8
  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული - ლუკა ასათიანის ქ. №37ა

• მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეული - თამარ მეფის გამზირი №16

 

 

უსახლკარო პირთა და ოჯახთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, წესი და დამტკიცებული განაცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ