ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება 09.02.2026 15:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განსახილველი საკითხია განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება თბილისისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, რაც აკადემიურ საბჭოს აქვს გადაწყვეტილი, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას. ვესაუბრებით და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას", - განუცხადა დავით გურგენიძემ მედიის წარმომადგენლებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ