სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა 10.02.2026 11:11

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

შპს „ატო" (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.

ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ