10.02.2026 15:18
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან - ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :