11.02.2026 15:25
„კოდას" წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი აცხადებს, რომ წლიდან წლამდე უარესდება მათი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში.
როგორც გიორგი ავალიანმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა, კვერცხთან მიმართებით წლიდან წლამდე მატულობს ე.წ. ქეშბექი.
„რაც შეეხება პროცესებს ქსელურ მარკეტებთან მიმართებით, ჩვენი გაყიდვების 90 პროცენტი მოდის ქსელურ მარკეტებზე. დისტრიბუციას დარგში ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენ ვუწევთ. კომპანიის მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტაბილურად არის 10 პროცენტი. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს. დღევანდელი მოცემულობით, კვერცხთან მიმართებით 22-დან 25 პროცენტამდე მერყეობს ქეშბექი ქსელურ მარკეტებში. ზოგადად ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა. ვიხდით ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის მოსაკრებელს - 500, 1 000, 2 000 და 3 000 ლარამდეც ადის", - აღნიშნა გიორგი ავალიანმა.
ავტორ(ებ)ი :