,, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, წლიდან წლამდე იმატებს''- „კოდას“ წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი 11.02.2026 18:18

 

„კოდას" წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი: ბატონო თავმჯდომარე, თქვენ მიერ დასმულ საკითხებს ასი პროცენტით ვეთანხმებით. პრობლემები ზუსტად დაინახეთ. ჩვენი კომპანიის სახელით მინდა, გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია, გახსნილი რიცხვებით ვიყოთ ჩართული ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან ფასები დავაკელით და არ გვინდა, იყოს მარტო მწარმოებლის ხარჯზე. ამისთვის კომლექსური მუშაობაა საჭირო, შესაბამისად, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიყოთ ჩართული.

პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს. დღევანდელი მოცემულობით, კვერცხთან მიმართებით 22-დან 25 პროცენტამდე მერყეობს ქეშბექი ქსელურ მარკეტებთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ