ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველო Global Travel Awards-ის 2026 წლის ნომინანტია 24.02.2026 11:36

საერთაშორისო ტურისტულ პლატოფორმაზე Global Travel Awards საქართველო 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების Best Emerging Travel Destination კატეგორიაშია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნომინაციაში გამარჯვებულები ღია კენჭისყრით გამოვლინდებიან, ხმის მიცემა 20 მარტს დასრულდება.

 

„საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია პლატფორმაზე. ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და გამარჯვებულებს ავლენს სხვადასხვა ნომინაციაში. Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 25 მარტს, ლონდონში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ