TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოსოთხმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა 25.02.2026 18:44

ირაკლი რუხაძემ და TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ .საბჭოს დატოვების შესახებ რეესტრს მიმართეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კალანდარიშვილმა, ასევე, წევრებმა გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად დირექტორია

 

 საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში ისინი თავიანთი განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისათვის 414-414 ლარი გადაიხადეს. რეესტრს მათი ეს მოთხოვნა ჯერ არ დაუკმაყოფილებია. რუხაძისა და საბჭოს სხვა წევრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი TV იმედის მფლობელის ცვლილებაა და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანიის დირექტორს 6 თებერვალს წერილობით აცნობეს. თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით საჯარო რეესტრს 25 თებერვალს, მიმართეს 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ