საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს 28.02.2026 18:58

 

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს:

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე,მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე და მელე-ლსდილის მონაკვეთზე.

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ