საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 28.02.2026 20:29

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციის მიღწევისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოები რეგიონში სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ