არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შაბათის შემდეგ, ირანის თავდასხმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა 01.03.2026 17:32

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ, შაბათიდან მოყოლებული, ირანის თავდასხმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა, - ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ირანმა ქვეყნის მიმართულებით 165 ბალისტიკური რაკეტა, ორი ფრთოსანი რაკეტა და 541 დრონი გაუშვა. აქედან 152 ბალისტიკური რაკეტა, ორივე ფრთოსანი რაკეტა და 506 დრონი
ჩამოაგდეს.

სამინისტროს ცნობით, ცამეტი ბალისტიკური რაკეტა ზღვაში ჩავარდა. შედეგად, ქვეყნის ტერიტორიაზე დრონებით 35 თავდასხმა განხორციელდა, რამაც მატერიალური ზიანი და მსხვერპლი გამოიწვია, იტყობინება სამინისტრო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულები პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები იყვნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ