04.03.2026 23:09
ვერძი
საუკეთესო დღეა ემოციების გამოსახატავად. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც სასიყვარულო საკითხებზე სერიოზულად დაგაფიქრებთ. ვარსკვლავები გირჩევენ - წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ, მცირე პრობლემები ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიან!
ადამიანი, რომელსაც მეგობრად მიიჩნევთ, კოლექტივის ან უფროსობის თვალში თქვენს ცილისწამებას ცდილობს. ხარჯებს მალე დიდი შემოსავლები მოჰყვება, ასე რომ ფინანსურ სტაბილურობაზე ნუ ინერვიულებთ.
თუ სპორტდარბაზში დადიხართ, აჯობებს ამ დღეს დატვირთვა შეამციროთ.
კურო
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაღრმავება და განვითარება გსურთ, გადაჭარბებულ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ - ამით მხოლოდ დააფრთხობთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, ეს ახლობელი ადამიანის წერილი ან სატელეფონო ზარი იყოს.
სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავალებებს თავს შესანიშნავად ართმევთ და სხვების დახმარებასაც ახერხებთ. დღეს შეიძლება ვიღაცამ „ადვილი ფულის" შოვნა შემოგთავაზოთ. დიდი ალბათობით, ეს თაღლითობაა, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. აკონტროლეთ არტერიული წნევა, განსაკუთრებით თუ ჰიპერტენზია გაწუხებთ.
ტყუპები
ჰოროსკოპი რომანტიკულ შეხვედრებს გპირდებათ. დიდია შანსი, რომ ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენა მოგინდეთ. ოჯახის წევრებს შორის შესაძლოა გაუგებრობამ თავი იჩინოს. სწავლისა და განვითარებისკენ თქვენი სწრაფვა დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდება, რაც გუნდში პოზიციების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.
კარგი დღეა მსხვილი შენაძენებისთვის, თუმცა, თუ ფული არ გყოფნით, კრედიტის აღებაზე უარი უნდა თქვათ. დაძაბულმა მუშაობამ ან დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა, ძალები გამოგაცალოთ, წარმატების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი კი თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება.
კირჩხიბი
ჯადოსნური სასიყვარულო თავგადასავლები გელით. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, მოემზადეთ - ბედისწერა მალე შეგახვედრებთ ადამიანს, რომელსაც მომავალში ცხოვრებას დაუკავშირებთ.
მ დღეს სიმტკიცისა და გამბედაობის გამოჩენა მოგიწევთ. დაუფიქრებლად ნურაფერს იტყვით, რათა ახლობელ ადამიანს გული არ ატკინოთ.
საუკეთესო დღეა სწავლისა და მუშაობისთვის; ბევრი თქვენგანი მიხვდება, დასახულ მიზნებს როგორ მიაღწიოს. მოწყენილობა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, მალე უკვალოდ გაქრება!
ლომი
თქვენს ცხოვრებაში უღრუბლო პერიოდი დგება - ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული და ნდობით აღსავსე გახდება. თუ მეწყვილე ჯერ არ გიპოვიათ - იმოქმედეთ და მიზანს მიაღწევთ! ეცადეთ, დასვენების დღეები ისეთ ადგილზე გაატაროთ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. თუ თქვენს პარტნიორს რაიმე გატაცება აქვს, ეცადეთ მასთან დაკავშირებული საჩუქარი მიართვათ - ეს ძალიან გაახარებს.
თქვენთვის წაყენებული პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა, ამიტომ გულთან ახლოს არ მიიტანოთ. გამორიცხული არ არის მატერიალური დანაკარგები, რისთვისაც მზად არ იქნებით. ეცადეთ სტრესის მოხსნის გზები იპოვოთ - ეს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნაკლებად მიმნდობი და გულუბრყვილო იყოთ - ადამიანი, რომელსაც ენდობით, მახეს გიგებთ. ნუ მისცემთ ემოციას უფლებას, გონებაზე გაიმარჯვოს. დაოჯახებულ ქალწულს მეწყვილის აზრის გათვალისწინება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გულგრილობა კონფლიქტს გამოიწვევს.
ხელმძღვანელობასთან დაახლოება და ახალი იდეები კარიერულ წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, მოკრძალებულად იმოქმედოთ და საკუთარი ამბიციები საჯაროდ არ გამოფინოთ - სწორედ თავდაჭერილობა გამო დაგაფასებენ. ამ დღეს კატეგორიულად გეკრძალებათ ცხიმიანი საკვები, რადგან ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.
სასწორი
გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ნუ ეცდებით ყველას საკუთარი სიმართლე უმტკიცოთ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
ამ დღეს კრედიტის აღება არ ღირს, თანხის სხვა წყაროდან მოძიება უნდა სცადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ აპატიოთ და შეურიგდეთ ადამიანს, ვისთანაც ნაჩხუბარი ხართ - ეს თქვენს შინაგან ჰარმონიას აღადგენს.
მორიელი
ცვალებადი მთვარე გრძნობების გაგრილებას გამოიწვევს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დიდი დატვირთვის მიუხედავად, ეს დღე წარმატებული და საინტერესო იქნება. მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგება, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.
კოლეგებთან მცირე უთანხმოება გელით, ეცადეთ სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს ნებისმიერ კოსმეტიკურ თუ გამაჯანსაღებელ პროცედურას ორმაგი ეფექტი ექნება. სურვილის შემთხვევაში, მასაჟზე ჩაეწერეთ ან სილამაზის სალონს ეწვიეთ.
მშვილდოსანი
სიყვარულში სასიამოვნო მოულოდნელობები და იმედის მომცემი შეხვედრებია მოსალოდნელი. გირჩევთ, დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ. უარი თქვით მწვავე კრიტიკასა და პრეტენზიებზე, რათა დაძაბულობა თავიდან აიცილოთ. შესაძლოა, მოულოდნელი, მაგრამ მოგებიანი გარიგება დადოთ ან უფრო საინტერესო სამსახური შემოგთავაზონ.
გამოიჩინეთ დამოუკიდებლობა - სხვისმა რჩევამ შეიძლება თავგზა აგიბნიოთ. თქვენს სულიერ წონასწორობას სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნეთა ცილისწამება ან საკუთარი სიჯიუტე დაარღვევს. დამშვიდდით და ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენი ქმედებები წარმართოს. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.
თხის რქა
თუ მოინდომებთ, შეიძლება ბიზნესის წარმატებული განვითარების გეგმა შეადგინოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობა ექნება.
თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ იმას, ვინც ერთი ნახვით მოგხიბლავთ და თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის თხოვნას - ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.
მერწყული
მოიშორეთ აკვიატებული აზრები - ამან შესაძლოა განწყობა თქვენც გაგიფუჭოთ და თქვენს პარტნიორსაც. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია კამათი და ნერვიულობა, ამიტომ ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
გადაწყვეტილებების მიღებისას გაბედულება უნდა გამოიჩინოთ! შეგიძლიათ სამუშაო საკითხები უფროსობასთან განიხილოთ, თუმცა საკუთარ საიდუმლოს შემთხვევით პირებს ნუ გაანდობთ.
კარგი დღეა საქმიანი კავშირების დამყარებისა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის. ჯანმრთელობის პრობლემები მათ შეექმნებათ, ვინც კვებასა და ალკოჰოლის მიღებაში ზომიერებას არ იცავს.
თევზები
ვარსკვლავები გაფრთხილებენ რომანტიკული გატაცების შესახებ, თუმცა ეს ფლირტი შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს. თუ პარტნიორსა და თქვენს შორის ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ, სიახლე და რომანტიკა შეიტანოთ.
ამ დღეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და კონფლიქტებს მოერიდეთ. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ახალი პროექტების დაწყების ნუ შეგეშინდებათ - მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ. ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ.
ავტორ(ებ)ი :