ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა 16.03.2026 16:57

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა.

მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება. ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას",- წერია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ