17.03.2026 14:32
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.
მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები განიხილავენ მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის საჭიროა თუ არა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში" გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ავტორ(ებ)ი :