,,გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს''- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო 17.03.2026 18:59

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

"გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა - რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში - უმნიშვნელოვანესია.

პატივისცემით,სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ