17.03.2026 19:09
ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი, - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ კავკასიის მედიცინის ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც პაზოტომ აღნიშნა, 31 წელია, რაც ახლოა ურთიერთობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.
„ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით", - განაცხადა პაზოტომ.
ავტორ(ებ)ი :