18.03.2026 20:33
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი - ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - გელა გელაძე; საქართველოს კულტურის მინისტრი - თინათინ რუხაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი - კახაბერ გულედანი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - მამუკა მდინარაძე; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე.
ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ: საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ ყაველაშვილს; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს - კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.
ავტორ(ებ)ი :