18.03.2026 23:00
„1981 წელი იყო, როდესაც სტიქარი ჩავიცვი, ვიყავი დაახლოებით 17-18 წლის. არ მახსოვს, პატრიარქს მოემართა შენობით სტიქაროსნისთვის - სრულიად ახალგაზრდა ბიჭისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, პატრიარქის ყოფილმა სტიქაროსანმა ირაკლი ქადაგიშვილმა „რუსთავი 2-ის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„ყოველთვის დიდი პატივისცემით და სიყვარულით მიმართავდა ყველას, ეს იყო მისი ადამიანებთან დამოკიდებულების შინაგანი სამყარო. ასე იკაფავდა ეს ადამიანი გზას ადამიანების გულებისკენ. სხვა იარაღი მას არაფერი არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ სწორედ ამ ქრისტიანულ სიყვარულს ატარებდა.
იმ ეპოქაში შეძლო ქართული ეროვნული სულის აღორძინების კერა გაეჩინა. სიონი იყო სავსე არამარტო ძველი მორწმუნე მრევლით, სავსე იყო ახალგაზრდებით. პატრიარქი იყო ჩვენი სულიერი მანიშნებელი თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :