19.03.2026 18:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად თბილისში სხვადასხვა უწყების შენობებზე ილია მეორის ბანერები განთავსდა.
ამ დროისთვის ბანერები განთავსებულია საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შენობებზე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორე საპატრიარქოდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გუშინ გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.


ავტორ(ებ)ი :