20.03.2026 19:12
ამ დღეებმა აჩვენა პატრიარქის მთელი მოღვაწეობის დიდი სურვილი ერთსულოვნების და ქართული გლოვის კულტურა დაანახა მთელ მსოფლიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" „საზოგადოება ივერიისას" თავმჯდომარის მოადგილემ, „ვეფხისტყაოსნის" კოლექციონერმა გურამ ახალაიამ.
„4 საათი ვიდექი გუშინ, სანამ კარიბჭემდე მივაღწევდი და ასეთი ერთსულოვნება, ასეთი სიჩუმე მე არსად შემხვედრია. ეს დატოვა პატრიარქმა. დღეს მთელი საქართველო არის ჭირისუფალი", - აღნიშნა ახალაიამ.
მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა.
„მე მეგონა ეს ტაძრები ისე შენდებოდა, თურმე პატრიარქს ყველგან აქვს მიღებული მონაწილეობა, თავისი განსაკუთრებული რჩევა თითოეულ პროექტზე. მას სახარებისეული სიმდაბლე ჰქონდა, ყველასთან შეეძლო ურთიერთობა. მან ბევრი უნიკალური ტრადიცია აღადგინა.
ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, რამდენი ოჯახი გადაარჩინა, ვისაც შვილი გარდაეცვალა. გურამ დოჩანაშვილი რომ დაუბრუნა საქართველოს, ეს პატრიარქის დამსახურებაა. ყველაფერში გამორჩეული იყო, მინახია ის ძალიან სევდიანიც, მრისხანეც, მაგრამ ყოველთვის იმედიანი", - აღნიშნა ახალაიამ.
ავტორ(ებ)ი :