სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა 21.03.2026 17:34

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა.

ამის შესახებ კათოლიკოსის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა.

„კიდევ ერთი უკანონობა, რომელიც აზიანებს ქვეყნის რეიტინგს. მოძმე ხალხისთვის ამ დიდი მწუხარების ჟამს მიზანშეწონილი იყო, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს მიეღო მონაწილეობა მომავალ საეკლესიო წირვაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსისთვის რამდენიმე დღით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვის მიცემა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე პასუხი, რომ შუამდგომლობა უარყოფილია. ვწუხვარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, რომ მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ დაკრძალვის ცერემონიასა და ლიტურგიაში.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში გარეგინ II-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორკ საროიანის, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ