მსოფლიოს თითოეულ კუთხეში იგრძნობოდა მის მიმართ სიყვარული-მამა ათანასიოსი 24.03.2026 16:26

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სიონის საკათედრო ტაძარში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების წარმომადგენლები მიდიან, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შატატებიდან ჩამოსული დელეგაცია.

დელეგაციის წევრებმა მედიასთან საუბრისას გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ურთიერთობა და ხაზი გაუსვეს ქართული ეკლესიისთვის მის როლს.

ოკლაჰომის წმინდა იაკობის მონასტრის წარმომადგენელმა, მამა ათანასიოსმა განაცხადა, რომ ილია მეორე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც უყვარდათ.

„მე ოკლაჰომას წმინდა იაკობის მონასტრიდან ვარ. მე აქ ჩვენი სულიერი მამის ლოცვა-კურთხევით ვიმყოფები. ის პატრიარქ ილია მეორის დიდი ხნის მეგობარი და ძმა იყო. მე პატრიარქ ილია მეორეს ადრე შეხვდი, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ახლა საშუალება მომეცა, რომ მის დაკრძალვაზე ჩამოვსულიყავი. ის ყველასთვის საყვარელი პატრიარქი იყო. ვიცი, რას ნიშნავდა ის საქართველოსთვის, თუმცა ის ასევე უყვარდათ შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს კიდევ ბევრ ადგილას. მსოფლიოს თითოეულ კუთხეში იგრძნობოდა მის მიმართ სიყვარული", - აღნიშნა მამა ათანასიოსმა.

აბატ ელდრეს ემილიანის თქმით, საქართველოში ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად ჩამოვიდა.

„მე აქ წმინდა სიდონიას მონასტრიდან, მერილენდიდან ჩამოვედი, რათა უწმინდესის მიმართ დიდი მადლიერების გრძნობა გამოვხატო", - განაცადა აბატმა ელდრეს ემილიანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ