24.03.2026 19:58
ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი კვლავაც იწვევს რყევებს ენერგობაზარზე, - წერს Euronews-ი.
კანონპროექტი, რომელიც REPowerEU-ის საგზაო რუკის ნაწილია, წინასწარი გეგმით 15 აპრილს უნდა წარდგენილიყო, თუმცა ახლა ეს თარიღი კალენდრიდან ამოღებულია.
„ახალი თარიღი, რომელსაც გაგიზიარებდით, არ მაქვს. რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ, არის ის, რომ ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ წინადადების წარდგენის იდეისა", - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანა-კაისა იტკონენმა.
გადავადებაზე გავლენა იქონია ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა, რამაც ენერგობაზარი თავდაყირა დააყენა და ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დერეფანი, რომელზეც აქამდე ყოველდღიურად გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ერთი მეხუთედი მოდიოდა.
ავტორ(ებ)ი :