საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა 25.03.2026 13:46

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირა.

აშშ-ში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც ვაშინგტონში ტაძრის წინამძღვარმა, მამა პავლე ზაქარაიამ გადაიხადა.

„ვაშინგტონში ვეწვიე თამარ მეფის სახელობის ეკლესიას, სადაც მამა პავლემ ჩაატარა ჩვენი პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. შევხვდი მრევლს, რომლებიც მონატრებული, შეყვარებული ქართველები არიან. ჩემი სურვილი იყო, რომ ეკლესიისთვის გადამეცა წმინდა გიორგის ხატი, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. მინდა, ყველა ქართველს, უცხოეთში თუ საქართველოში, ვუსურვო გამარჯვება, წინსვლა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ