29.03.2026 13:23
"...ბევრი ვნებათაღელვაა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, თუ ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს გამოვირჩევთ და ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარი არის ის, რომ ზოგი ამბობდა ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ. მოდი ჩავთვალოთ, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდით მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ მაგი დაიწყოს - ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება. მეც ვერ ვეტყვი ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ.ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი?!... დღეს მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე. ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არ ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მისაყვანი გვაქვს... ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია.... არავის არ მივცემთ საშუალებას რომ ჩაერიოს. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან თუ შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის არ დავინდობ გარეთ რა... არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება..." | თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი ქადაგების დროს.
ავტორ(ებ)ი :