გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი 02.04.2026 11:50

გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიის მეცნიერებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.

ერთობლივ პროექტებს ფონდი და CNR აფინანსებს თანაბრად. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ პარტნიორებს საქართველოს მხრიდან. შესაბამისი ფორმით მომზადებულ პროექტს საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. ხოლო, იტალიელი მეცნიერები - იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე : ⤵️

https://shorturl.at/43LbE

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ